„ქართული გახმოვანების“ სტუდიები აღჭურვილია თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალური აუდიო ტექნიკითა და პროგრამებით. ხმის ჩაწერასა და შემდგომ დამუშავებას ახდენს პროფესიონალ ინჟინერთა გუნდი. თითოეულ პროექტზე, პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაობს ერთი, ორი, ოთხი ან მეტი გამხმოვანებელი.
ჩვენს სტუდიას აქვს მრავალწლიანი პროფესიული გახმოვანების გამოცდილება, როგორც სატელევიზიო, ისე სარეკლამო და კორპორაციულ ბაზარზე. პროფესიონალი პროდიუსერების, მსახიობების, ხმის ინჟინრებისა და რედაქტორებისგან შემდგარი გუნდი ლიდერია ქართულ ტელეინდუსტრიაში.
გახმოვანების ენა: ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა ენები მოთხოვნისამებრ.