„ქართული გახმოვანების“ სტუდიები აღჭურვილია თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალური აუდიო ტექნიკითა და პროგრამებით. ხმის ჩაწერასა და შემდგომ დამუშავებას ახდენს პროფესიონალ ინჟინერთა გუნდი. პროფესიონალი პროდიუსერების, მსახიობების, ხმის ინჟინრებისა და რედაქტორებისგან შემდგარი გუნდი ლიდერია ქართულ ტელეინდუსტრიაში. გახმოვანების ენა: ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა ენები მოთხოვნისამებრ.
„ქართული გახმოვანება“გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტებით, უმაღლესი ხარისხის სრული დუბლირების სერვისს. ლიფსინგ დუბლირება ზუსტად იმეორებს ორიგინალი გახმოვანების რითმს, შესრულების მანერასა და ტუჩის მოძრაობას. თითოეულ პროექტს ხელმძღვანელობს დუბლირების რეჟისორი, რომელიც ახდენს მსახიობთა შერჩევას ორიგინალი პროდუქტის მოთხოვნების შესაბამისად. დუბლირების ენა: ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა ენები მოთხოვნისამებრ.
გატიტრების სერვისი, რომელსაც „ქართული გახმოვანება“ გთავაზობთ, არის სტილისტურად და ტექნიკურად გამართული პროდუქტი. ტექსტის ლოგიკური სტრუქტურა, სტილისტიკა, პუნქტუაცია და ეკრანზე პოზიციონირება მაყურებლისთვის მარტივად აღქმისთვისაა გადაწყვეტილი. გათვალისწინებულია კითხვის საშუალო სისწრაფე.
„ქართულ გახმოვანებას“ აქვს აუდიო წიგნების ჩაწერისა და დამუშავების გამოცდილება. თხრობისათვის სტუდია წარმატებით იყენებს საჯარო გამომსვლელთა, მსახიობთა და ტელე და რადიო წამყვანთა ხმებს. აუდიო წიგნების ჩაწერა შესაძლებელია მრავალ ენაზე: ქართულ, რუსულ, ინგლისურ და სხვა ენებზე, მოთხოვნისამებრ.
„ქართული გახმოვანების“ ერთ-ერთ მთავარ სერვისს წარმოადგენს ნებისმიერი სახის ტექსტის მაღალი ხარისხით თარგმნა. მრავალწლიანი გამოცდილებისა და რეპუტაციის მქონე მთარგმნელების წყალობით სტუდია გთავაზობთ ინგლისურიდან, რუსულიდან, ესპანურიდან, ფრანგულიდან და სხვა ენებიდან ქართულად თარგმნას და პირიქით.
„ქართული გახმოვანების“ მაღალკვალიფიციური, ფილოლოგი რედაქტორები ახდენენ ტექსტების რედაქტირებას. სტუდია პასუხისმგებლობას იღებს ტექსტების სიზუსტესა და დედანთან სიახლოვეზე. დუბლირებისთვის საჭირო ტექსტების რედაქტირებისას რედაქტორები ახდენენ თარგმანის იმგვარად ადაპტაციას, რომ ქართულ ენისთვის დამახასიათებელი მეტყველების თანხვედრა სრულად იყოს შენარჩუნებული.