„ქართული გახმოვანება“გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტებით, უმაღლესი ხარისხის სრული დუბლირების სერვისს. ლიფსინგ დუბლირება ზუსტად იმეორებს ორიგინალი გახმოვანების რითმს, შესრულების მანერასა და ტუჩის მოძრაობას. ამასთან, უდიდესი მნიშვნელობა ექცევა პროდუქციის საერთო ხმის ხარისხს. პროდუქციის ორიგინალი ხმაურისა და მუსიკალური ეფექტების შესანარჩუნებლად გამოიყენება მრავალარხიანი ხმოვანი დამუშავება.
თითოეულ პროექტს ხელმძღვანელობს დუბლირების რეჟისორი, რომელიც ახდენს მსახიობთა შერჩევას ორიგინალი პროდუქტის მოთხოვნების შესაბამისად.
დუბლირების ენა: ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა ენები მოთხოვნისამებრ.